Wednesday, June 11, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს  დავდე ჩემი პროექტი ბლოგზე, გავეცანი სხვების პრეზენტაციას. მოვახდინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
   მივეცი რჩევები სხვებს და სხვისი რჩევა გავითვალისწინე ჩემს პროექტში.
   დღეს დავამთავრე ტრეინინგი, რომელიც დამეხმარება ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენო  და გავიდე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.

Sunday, June 8, 2014

მერვე დღის რეფლექსია

    დღეს შევისწავლე  თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობის მიზნით.
    როგორ გაუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს სწავლების პროცესში.
    როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების გასაუმჯობესებლად.
      შევისწავლე და გამოვიყენე ბლოგზე  გაჟეტების დადება, გვერდების დამატება და ანიმაციების დადება.
    

Wednesday, June 4, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

   დღეს  დავწყვილდით და ერთმანეთს გაუზიარეთ  მოსწავლის ნამუშევარი. მივეცი შენიშვნები და ასევე გავითვალისწინე მისი შენიშვნები.
   შევქმენი მოსწავლის ნამუშევრის დამხმარე.
   განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და გარდნერის თეორია, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პროექტში.



მოსწავლის ნამუშევარი



პროექტის შეფასების რუბრუკა

Sunday, June 1, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

     დავწყვილდით და ერთმანეთს გაუზიარეთ მოსწავლის ნამუშევარი.  მივეცით რჩევები  და გავიზიარე  მათი შენიშვნები.
    გავეცანი  შეფასების რუბრიკებს და მოვახდინე  ადაპტირება.  შევქმენი მოსწავლის ნამუშევრის  შეფასების რუბრიკა,   პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკა და პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკა.
   შევისწავლე ლინკის დადება და დავდე ბუკლეტისა და პროექტის გეგმის ლინკი.

ბუკლეტი




პროექტის გეგმა

Wednesday, May 28, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

    დავწყვილდით და ერთმანეთს გაუზიარეთ შენიშვნები პორტფოლიოს პრეზენტაციებზემივეცით ერთმანეთს რჩევები.
    მოვიძიე ინფორმაციები ინტერნეტში.
    გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის მეთოდებს  და მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშებს.

მეოთხე დღის რეფლექსია

         შევისწავლე და გავაკეთე შეფასების დროის ჩარჩო.

     შევქმენი  ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა,  რომელიც იქმნება პროექტის დაწყებამდე.  შევქმენი პორტფოლიოს პრეზენტაცია PowerPoint-ში.

მესამე დღის რეფლექსია

      გავეცანი და ვისწავლე როგორ დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.

    სტანდარტების გამოყენებით შევიმუშავე პროექტის მიზანი,   სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები.